|
2018-08-20 16:00:23, 925 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრა გამართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ დევნილთა საკითხებთან დაკავშირებით სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა წარმომადგენლობის ხელმძღვანელისა და თანამშრომლებისგან მოისმინა რეგიონში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის სოციალურად დაუცველი დევნილებისათვის დახმარების გაცემის წესის შესახებ. საუბარი შეეხო აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და გალის რაიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ყურადღება გამახვილდა ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვასა და სხვა არსებულ პრობლემებზე. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს დევნილების კომპაქტურ ჩასახლებებში მცირეფასიანი/ გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიმდინარეობაზე და ზუგდიდის დევნილთა ახალ ჩასახლებაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე. ვახტანგ ყოლბაიამ მოისმინა ინფორმაცია ზუგდიდის დევნილთა ახალ ჩასახლებაში ამხანაგობების შექმნის პროცესზე. შეხვედრისას გამოიკვეთა ისეთი საკითხები, რომელთა მოგვარებაც მერიასა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის გზით არის შესაძლებელი. სამუშაო შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე და წარმომადგენლობის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
(NS)
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)