14:15 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-16 12:01:46, 835 ნახვა

საზოგადოება
აჭარის და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ტერიტორიულ დეპარტამენტებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი კონსტანტინე ანანიაშვილი დაინიშნა. იგი ამ დრომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა.

კონსტანტინე ანანიაშვილი შინაგან საქმეთა სამინიტროში 2005 წლიდან, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. კონსტანტინე ანანიაშვილი 2013-2016 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე და სამმართველოს უფროსი იყო. 2016 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად კი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა საღარეიშვილი დაინიშნა, რომელიც მანამდე ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. მამუკა საღარეიშვილი შინაგან საქმეთა სამინიტროში 2005 წლიდან, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. იგი 2015 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის აგვისტომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics