|
2018-08-15 12:05:35, 682 ნახვა
საზოგადოება
კახი კალაძე დაუსრულებელი მშენებლობების დასასრულებლად, სამშენებლო კომპანიებს თხოვნით მიმართავს
„დედაქალაქში სულ 179 დაუსრულებელი შენობა-ნაგეობაა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ სამშენებლო კომპანიებს თხოვნით მიმართა, რომ თბილისში არსებულ დაუსრულებელ შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებით, წინადადებები წარმოადგინონ. „ჩვენ რამდენიმე ხნის წინ დაუსრულებელ შენობა-ნაგებობებზე ვისაუბრეთ, რომელიც სამწუხაროდ, მრავლად გვაქვს ქალაქში. ამის აღწერა მოხდა. ამ მიმართულებით, ილია ელოშვილი მუშაობდა. დაახლოებით, 179 ობიექტია. არსებულ მდგომარეობაზე პრემიერ-მინისტრთან საუბარი მქონდა. შესაბამისად, მისგან და ცენტრალური ხელისუფლებისგან არის სრული მხარდაჭერა, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს. მინდა ირაკლი ხმალაძეს და ილია ელოშვილს დავავალო, რომ ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყონ. ასევე, მივმართავ დეველოპერებს, სამშენებლო კომპანიებს, არქიტექტორებს - გააქტიურდით. ქალაქში წლობით დაუმთავრბელი შენობა-ნაგებობების პრობლემა არსებობს. მოგმართავთ, რომ იაქტიუროთ, მობრძანდეთ და თქვენი წინადადებები მოიტანოთ. ჩვენ ხელს შეგიწყობთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოვაგვაროთ ეს პრობლემები და ქალაქში დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობები არ გვქონდეს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. მისივე განცხადებით, დაუსრულებელი შენობა-ნაგებობები დედაქალაქის იერსახის თვალსაზრისით, პრობლემას და დისკომფორტს ქმნის. „ძალიან ცუდია, როდესაც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, უბნებში და რაიონებში ასეთ შენობა-ნაგებობებს ვხედავთ და ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი შეიძლება მერიის მიმდებარე ტერიტორია იყოს. მგონია, რომ არავის მოგწონთ არსებული ხედი, როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი. გარდა ამისა, არის უამრავი ადამიანი, რომელსაც თანხები აქვთ გადახდილი და წლებია, საკუთარ ფართს ელოდება. მგონია, რომ ეს მათთვისაც სერიოზული შვება იქნება. ამიტომ, ჩემი თხოვნაა, რაც შეიძლება მალე, მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა შევთავაზოთ დეველოპერულ კომპანიებს, რომ ამ შენობა-ნაგებობების დასრულება მოხდეს. მგონია, რომ ჩვენ ამას აუცილებლად მოვახერხებთ“, - განაცხადა კალაძემ.
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)