14:15 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-15 10:50:32, 669 ნახვა

საზოგადოება
ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება 21 აგვისტოდან იუსტიციის სახლშიც შეეძლებათ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის ტაქსის მძღოლებისთვის 200-ზე მეტი ლიცენზია გაიცა, - მის შესახებ მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება 21 აგვისტოდან იუსტიციის სახლშიც შეეძლებათ.

„სიახლე გვაქვს ის, რომ გვქონდა კომუნიკაცია იუსტიციის სამინისტროსთან და 21 აგვისტოდან ნებართვის აღება ასევე შესაძლებელი იქნება იუსტიციის სახლში. მადლობა მინდა გადავუხადო თეა წულუკიანს თანადგომისთვისა და თანამშრომლობისთვის. გარდა იმისა, რომ ზოგადად გავამარტივეთ ეს პროცედურები და შესაძლებელია, სახლიდან გაუსვლელად მიიღონ ლიცენზია, ასევე მომსახურების მიღება შესაძლებელია ათივე გამგეობაში და 21 აგვისტოდან ამას ემატება იუსტიციის სახლი. როგორც იცით, მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან, ნებართვის გარეშე ტაქსით მომსახურება აკრძალულია. სწორედ ამიტომ, მინდა მოვუწოდო ყველას, ვინც მოქალაქეებისთვის აღნიშნული სერვისის მიწოდებას აპირებს, პირველ ოქტომბრამდე ტაქსით მომსახურების ნებართვა აიღონ, იაქტიურეთ. 1-ელი ოქტომბრიდან ვისაც არ ექნება ლიცენზია, შეუძლებელია მან ეს სერვისი განახორციელოს. შემოწმებისას, ვისაც ლიცენზია არ ექნება, დაჯარიმდება. თუ არ ვცდები, ჯარიმა 200 ლარი არის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ტაქსით მომსახურების ნებართვის აღება მსურველებს იუსტიციის სახლის და სპეციალური ვებ-გვერდის გარდა, 10-ვე რაიონულ გამგეობაში შეუძლიათ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
კუპრაძე ელისაშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ახალ ბრალდებებზე: ეს არ არის სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური სასამართლო პროცესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics