|
2018-08-14 15:20:52, 856 ნახვა
საზოგადოება
გრიგოლ რობაქიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა დიდუბის რაიონში, გრიგოლ რობაქიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. თბილისის მერმა საგზაო მოძრაობის შეზღუდვისთვის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა. მისი განცხადებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა უფრო მოწესრიგებული და კომფორტული გახდება. „ქალაქში მასშტაბური პროექტების განხორციელება გვაქვს დაგეგმილი. გვინდა, ზაფხულის პერიოდი, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ქალაქიდან გადის, მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რადგან მსგავსი პროექტების განხორციელება უფრო მარტივია. ამ დროისთვის, გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს, რისთვისაც მოსახლეობას, მძღოლებს ბოდიში მინდა მოვუხადო. ეს ყველაფერი ჩვენი ქალაქისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის კეთდება, რომ შემდეგ, ყველაფერი მოწესრიგებული იყოს. რობაქიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დიდუბის ხიდიდან აღმაშენებლის ძეგლამდე დაახლოებით, 1,5-კილომეტრიანი მონაკვეთია. სამუშაოების ფარგლებში, მოხდება ბორდიურის, განათების შეცვლა, როგორც ბოძების, ასევე სანათების, სადენები მიწისქვეშ განთავსდება და მგონია, რომ საკმაოდ კარგი პროექტი გამოვა“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სამუშაოების დროს, საგზაო მოძრაობის რეგულირებისთვის მადლობა გადაუხადა. სამუშაოების ფარგლებში, ასფალტ-ბეტონის ორფენიანი საფარი დაიგება, მოეწყობა ახალი ბორდიური, გარე განათების ბოძები შეიცვლება და ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის განათების ქსელი დამონტაჟდება. რობაქიძის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლისა და წყალარინების დაზიანებულ სისტემას აღადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 1,7 მლნ ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ენკო“ აწარმოებს. რობაქიძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი გაეცნენ. NS
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
კუპრაძე ელისაშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ახალ ბრალდებებზე: ეს არ არის სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური სასამართლო პროცესია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)