|
2018-08-10 14:50:32, 2034 ნახვა
ეკონომიკა
7 თვეში საქართველოს საჰაერო სივრცეში 86 356 ინსტრუმენტალური ფრენა შესრულდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციის“ ინფორმაციით, 2018 წლის იანვარი - ივლისის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულდა 86 356 ინსტრუმენტალური ფრენა. აღნიშნული მაჩვენებელი 7 955 ფრენით და 10.1%-ით მეტია 2017 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე; 2018 წლის 7 თვის განმავლობაში შესრულებული გადაფრენების რიცხვი 60 415 ფრენას შეადგენს, რომელიც 2017 წლის მაჩვენებელზე 3 031 ფრენით, ანუ 5.3% -ით მეტია. აფრენა - დაფრენის რაოდენობა კი 25 941 - ია, რაც 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 4 924 ფრენით, ანუ 23.4%-ითაა გაზრდილი. საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია 2018 წლის იანვარი - ივლისის ჩათვლით 23 930 405 კმ-ს შეადგენს, რაც 333 601 კმ-ით და 1,4%-ით მეტია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე. საქართველოს აეროპორტების აფრენა-დაფრენის ზონებში ტოპ მომხმარებელად ისევ GEORGIAN AIRWAYS, TURKISH AIRLINES INC, WIZZ AIR HUNGARY KFT დაფიქსირდნენ.
(NS)
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)