13:38 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-04 12:42:47, 775 ნახვა

რეგიონი
C ჰეპატიტის კვირეულის ფარგლებში, ბათუმში საჯარო დისკუსია მიმდინარეობს

C ჰეპატიტის კვირეულის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ორგნიზაცია "ჯანმრთელობის კვლევის კავშირის", აჭარის საზოგადოებრივი ჯანდვაცის ცენტრის, განკურნებულ პაციენტთა ასოცოაციის, ზიანის შემცირების ქსელისა და ინფექციონისტების მონაწილეობით საჯარო დისკუსია მიმდინარეობს.

შეხვედრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ გახსნა. 2015 წლიდან დღემდე C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში აჭარიდან ჩაერთო 5 000 პაციენტი, მკურნალობა დაასრულა 3500-ზე მეტმა პაციენტმა, განკურნება დადგა 98%-ში. მკურნალობას აგრძელებს 725 პაციენტი.

C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი, მსურველს, უფასოდ შეუძლია ჩაიტაროს ბათუმის ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება აქვთ მოისმინონ პროგრამაში არსებული მიღწევების შესახებ, დასვან შეკითხვები და გაწევრიადნენ განკურვებულ პაციენტთა ასოციაციაში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალდება წარედგინა
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
მოლდოვის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა
გაორმაგების დღე City Mall-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics