|
2018-08-03 15:06:14, 947 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია: სერიოზული გეგმა გვაქვს, რომელიც დაგვეხმარება, სრული სტაბილურობა შევიტანოთ საქართველოს ენერგოსისტემაში
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე დღეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას" ეწვივნენ და სისტემაში არსებულ მდგომარეობას, კომპანიაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს ადგილზე გაეცნენ. „განვიხილეთ განვითარების 10-წლიანი, ძალიან სერიოზული გეგმა, რომელიც დაგვეხმარება, სრული სტაბილურობა შევიტანოთ საქართველოს ენერგოსისტემაში", - განაცხადა გიორგი ქობულიამ ვიზიტის შემდეგ. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, განვითარების გეგმა აგრეთვე უზრუნველყოფს ყველა ახლადაშენებული ჰიდრო და თბოელექტროსადგურის ფუნქციონირებას. „ამის შედეგად ჩვენ უახლოეს მომავალში ვიქნებით აბსოლუტურად უზრუნველყოფილი საკუთარი ელექტროენერგიით, ამასთან, ეს ასევე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შენატანი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგრამაში", - აღნიშნა მინისტრმა. გიორგი ქობულიამ და ნინო ენუქიძემ ინფორმაცია სსე-ის რეაბილიტაციის მმართველ სულხან ზუმბურიძისგან მოისმინეს და მასთან ერთად განიხილეს ის პროექტები, რომლებიც წელს იწყება და მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდება. როგორც სულხან ზუმბურიძემ აღნიშნა, ეს პროექტები მიმართულია როგორც ქვეყნის შიდა სტაბილურობის, ისე საქართველოს რეგიონალურ ჰაბად ჩამოყალიბებისკენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელებმა ასევე დაათვალიერეს საქართველოს ენერგოსისტემის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და იქ დამონტაჟებული მართვის ფარი. უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი პირველია კავკასიის რეგიონში, ის პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე, რომელიც ხორციელდება SCADA-ს სისტემით. სტუმრებმა მოისმინეს სსე-ის რეაბილიტაციის მმართველის სულხან ზუმბურიძის პრეზენტაცია კომპანიის, მისი საქმიანობის, განხორციელებული და სამომავლო პროექტების შესახებ.
(NS)
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)