|
2018-08-03 11:01:56, 977 ნახვა
საზოგადოება
პარამედიკოსის კურსის მსმენელები სტაჟირებას თსსუ-ს კლინიკის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში გაივლიან
პარამედიკოსის კურსის მსმენელები სტაჟირებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში გაივლიან. აღნიშნულთან დაკავშირებით მემორანდუმს ხელი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ვადაჭკორიამ მოაწერეს. შეთანხმების მიხედვით, პარამედიკოსობის კანდიდატები თსსუ-ის კლინიკის ემერჯენსის განყოფილებაში სადღეღამისო მორიგეობებს შეასრულებენ. სტაჟირების შემდეგ, მორიგე ექიმები სტაჟიორის შეფასების სპეციალურ ფორმას შეავსებენ და ცენტრს წარუდგენენ. პარამედიკოსების მომზადების პროექტი ამიერკავკასიაში პირველად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)