13:28 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-01 16:29:38, 567 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრები დაიწყო

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

შეხვედრები შედგა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, საქართველოში თურქეთის ელჩთან და ქ. ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულთან.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რეგიონის განვითარებისა და აჭარაში დაგეგმილი პროექტების შესახებ საკუთარი ხედვები წარუდგინა. თორნიკე რიჟვაძემ  მათ მადლობა გადაუხადა  საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ არსებული მჭიდრო ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება როგორც სავაჭრო ეკონომიკური და ტურისტული, ისე ჰუმანიტარული და კულტურული მიმართულებით.

შეხვედრები საქართველოში, ასევე ქალაქ ბათუმში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან მომავალშიც გაგრძელდება.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალდება წარედგინა
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
მოლდოვის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა
გაორმაგების დღე City Mall-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics