13:24 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-01 15:50:42, 571 ნახვა

რეგიონი
ქედაში 100 წლის იუბილე კიდევ ერთ ქალბატონს მიულოცეს

ქედის მუნიციპალიტეტში, წელს მეორე მოქალაქეს 100 წელი შეუსრულდა.

უმიან აბაშიძეს, სოფელ ცხმორისში დღეს, აჭარის ა რ რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურა თენეიშვილი, ქედის მერი ლევან გორგილაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე, ბინაზე ეწვივნენ და იუბილე ფასიანი საჩუქრებით, ტორტითა და ყვავილებით მიულოცეს. ქალბატონი უმიანის ხანგრძლივი სიცხოცლის საიდუმლოც შრომა აღმოჩნდა, იგი შრომის ვეტერანი გახლავთ.

მან ქვეყანას 3 შვილი, 15 შვილიშვილი, 22 შვილთაშვილი და 2 შვილთაშვილის შვილი გაუზარდა.

„100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ პროგრამის" ფარგლებში სამინისტრომ ქალბატონს 1000 ლარი გადასცა. ქედაში ამ ეტაპზე ???? წელს მიღწეული ოთხი მოქალაქეა, მათ შორის უხუცესი კი 106 წლის ზექიე მჟავანძე გახლავთ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალდება წარედგინა
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
მოლდოვის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა
გაორმაგების დღე City Mall-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics