|
2018-07-31 16:30:29, 769 ნახვა
საზოგადოება
მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე სკოლის მოსწავლეებს სემინარი ჩაუტარდათ
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებს სემინარი ჩაუტარდათ. მოსწავლეები მეფუტკრეობის დარგის მნიშვნელობას, ფუტკრის ოჯახის ბიოლოგიას და მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე განხორციელებულ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას გაეცნენ. სკოლის მოსწავლეებმა ბაზაზე არსებული მორფოლოგიური და ექსტერიერული კვლევის და ხელოვნური განაყოფიერების ლაბორატორიები დაათვალიერეს. მუხურის მეფუტკრეობის ბაზა 2017 წლის ბოლოს გაიხსნა. ბაზაზე ენდემური პოპულაციების შენარჩუნებისა და გავრცელების სამუშაოების გარდა, მეგრული პოპულაციის ნარევი ფუტკრისგან გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. ბაზაზე ფერმერებისა და დაინტერესებული პირებისთვის სისტემატურად ეწყობა სემინარები ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების და დაავადებების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარების შესახებ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)