11:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-29 23:22:13, 1064 ნახვა

სხვადასხვა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირი მოიგო - ვიდეო

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში პირველად მოიგო პროფესიული ტურის (ATP) ტურნირი. მან გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ორ საათსა და 13 წუთში დაამარცხა არგენტინელი ლეონარდო მაიერი – 6:4, 0:6, 7:5.

ჰამბურგის ტურნირი განსაკუთრებულია ლეონარდო მაიერის კარიერაში – მას პროფესიულ ტურში ორი ტურნირი აქვს მოგებული და ორივე გერმანიის ამ ქალაქში: 2014 წელს ფინალში დავიდ ფერერს მოუგო, შარშან კი გერმანელ მოგვარეს ფლორიან მაიერს.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა ტურნირი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და ATP ტურნირი პირველად მოიგო.

ნიკოლოზ ბასილაშვილს გამარჯვებულის პრიზი ლეგენდარულმა გერმანელმა ჩოგბურთელმა მიხაელ შტიხმა გადასცა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics