|
2018-07-27 16:34:39, 888 ნახვა
საზოგადოება
რუსთავის გზატკეცილზე უსინათლოებისთვის ადაპტირებული სკვერი ეწყობა
კრწანისის რაიონის გამგეობამ ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის N18-ში უსინათლოებისთვის ადაპტირებული სკვერის მოწყობა დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობისთვის განკუთვნილი 3100 კვ.მ-ზე განთავსებული ახალი სკვერი თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება. უსინათლოებისთვის მარტივად გადასაადგილებელი ბილიკები 215 კვ.მ-ზე ტაქტილური ფილებით მოეწყობა, დეკორატიული ფილები 1100 კვ/მ-ზე განლაგდება, 165 კვ.მ-ზე კი, კაუჩუკის საფარი დაიგება. ბეჭდური არმირებული საფარით 210 კვ.მ მოპირკეთდება, ხოლო საბაღე სამუშაოები 1 450 კვ.მ-ზე ჩატარდება. სამუშაოების ფარგლებში, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები, ადაპტირებული სასმელი წყლის შადრევანი და გარე განათების ქსელი. სკვერი გამწვანდება ხუთი სხვადასხვა ჯიშის 80 ძირი ხე-მცენარით. აღნიშნულ სკვერში ასევე, მოეწყობა სარწყავი სისტემა. სკვერის მოწყობისთვის კრწანისის რაიონის ბიუჯეტიდან 320 000 ლარია გამოყოფილი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)