|
2018-07-25 10:43:11, 672 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონში დამცავი კედლები მოეწყო და ლითონის მოაჯირები დამონტაჟდა
ვაკის რაიონში, მოსახლეობის უსაფრთხოების გათვალისწინებით, სხვადასხვა მისამართზე გრუნტის დამჭერი კედლები მოეწყო და ლითონის მოაჯირები დამონტაჟდა. მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ბურკიაშვილის N15-სა და მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა, რომლითაც ადგილობრივ მცხოვრებლებს რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება. გამგეობის პროექტის შედეგად, აღნიშნულ მონაკვეთზე, 14 მეტრამდე სიგრძისა და 5.5 მეტრამდე სიმაღლის კედელი აშენდა. გარდა ამისა, განხორციელდა იქვე არსებული საერთო სარგებლობის კიბის რეაბილიტაცია და მოეწყო სანიაღვრე ქსელი. მიმდინარე წელს, ფერდობის, გრუნტისა და გზის დამჭერი საყრდენი კედელი სულ, შვიდ მისამართზე აშენდა, რაც ვაკის რაიონის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტი და საცხოვრებელი სახლების დაზიანების პრევენციაა. დამცავი კედლების გარდა, რაიონის მასშტაბით, სხვადასხვა მისამართზე, 524 გრძივი მეტრის ლითონის მოაჯირი დამონტაჟდა. შავგულიძის ქუჩაზე კი, მოსახლეობის თხოვნით, საერთო სარგებლობის კიბე მოეწყო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)