|
2018-07-20 19:09:38, 907 ნახვა
საზოგადოება
მინდელის შახტში დაშავებული 2 პირი საავადმყოფოდან გაწერეს, 2 კი, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დაშავებული 2 პირი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრიდან დღეს გაეწერა, ორი კი, ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ განაცხადა. „ორი პაციენტი გაეწერა. მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ბუნებრივია საფრთხე არ ემუქრება. ორი მძიმე პაციენტი კვლავ განაგრძნობს მკურნალობას რეანიმაციის განყოფილებაში, მათ სამწუხაროდ დასჭირდებათ საკმაოდ ხანგრძლივი მკურნალობა. იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ერთ-ერთ მათგანს უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა, მეორესთან ასევე იგეგმება კანის გადანერგვა უახლოეს პერიოდში. ამ წუთებში პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა ქაშიბაძემ. შეგახსენებთ, 16 ივლისს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი, დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)