06:13 - 31 Jul, 2026
|
2018-07-17 22:36:28, 714 ნახვა
საზოგადოება
ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება ბარათაშვილიდან ავლაბრისკენ
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 17 ივლისს 23:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით. ბარათაშვილის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდის მარჯვენა პანდუსიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს და გორგასლის ქუჩის გავლით კრწანისის მოედნის მიმართულებით ან ბარათაშვილის ხიდის მარცხენა პანდუსისა და გვირაბის გავლით ევროპის მოედნამდე, ევროპის მოედნიდან კი ღვინის აღმართის გავლით ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)