|
2018-07-17 20:10:57, 762 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრის დელეგაცია ეწვია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყირგიზეთის დელეგაცია ეწვია. მინისტრმა გიორგი გახარიამ ყირგიზეთის პრემიერ მინისტრსა და დელეგაციის სხვა წევრებს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დაათვალიერებინა. სტუმრებმა მულტიფუნქციური და მაღალტექნოლოგიური ცენტრის დანიშნულებასა და ფუნქციებზე მიიღეს ინფორმაცია. ცენტრის დათვალიერების შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, გენერალ-მაიორს, კაშკარ ჯუნუშალიევს პირისპირ შეხვდა. ორმხრივი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, გიორგი გახარიამ კოლეგას სამინისტროს საპოლიციო საქმიანობის, განხორციელებული რეფორმებისა და მიღწევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ვიზიტის ფარგლებში, ყირგიზეთის დელეგაცია საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრშიც იმყოფებოდა. თანამედროვე საპოლიციო სერვისცენტრში, ყაზახური მხარე ,,ერთი სარკმლის“ პრინციპით, მოქალაქეებისთვის საჭირო საპოლიციო მომსახურების მიღების პროცედურას გაეცნო. დელეგაციის წევრები გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ ,,112“- საც ეწვივნენ და ადგილზე გაეცნენ ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)