|
2018-07-16 10:45:12, 697 ნახვა
საზოგადოება
რწყვის სეზონი აქტიურ ფაზაში შედის - შპს „საქართველოს მელიორაცია“ საგანგებო რეჟიმზე გადავიდა
რწყვის სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. აღნიშნულთან დაკავშირებით, შპს „საქართველოს მელიორაცია“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეიქმნა შტაბი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით რწყვის პროცესს კოორდინაციას გაუწევს. შტაბში თავს მოიყრის სრული ინფორმაცია რეგიონებიდან, რომლის დამუშავებისა და ანალიზის შემდეგ ოპერატიულად გადაწყდება სარწყავი წყლის განაწილებისა და მისი ეფექტიანი მოხმარების საკითხები. ცხელი ხაზის საშუალებით ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რწყვის პროცესის მიმდინარეობაზე მისთვის სასურველი ინფორმაცია მიიღოს. ასევე, წყლის მომხმარებლებს საშუალება აქვთ, კომპანიას შეატყობინონ მორწყვასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების შესახებ. შეტყობინების საფუძველზე სპეციალისტთა ჯგუფები უმოკლეს ვადაში მოახდენენ რეაგირებას. ცხელი ხაზის ნომერია: 15 01
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)