03:24 - 31 Jul, 2026
|
2018-07-08 16:30:34, 797 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს კარიერის დაგეგმვის ცენტრის მოსწავლეები ესტუმრნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს კრიმინალისტიკით და სამართლის სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდები ეწვივნენ. ვიზიტი კარიერის დაგეგმვის ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით განხორციელდა. სტუმრებმა პროფესიონალი ექსპერტ-კრიმინალისტების დახმარებით იმიტირებული შემთხვევა გამოიძიეს. ვიზიტის განმავლობაში ახალგაზრდები ექსპერტ-კრიმინალისტების საქმიანობის სპეციფიკას, მათ სამუშაო გარემოს და პირობებს გაეცნენ. ღონისძიების მიზანი იყო სამართლის სფეროთი და კრიმინალისტიკით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, სამომავლოდ ექსპერტ-კრიმინალისტის პროფესიის არჩევის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის საქმიანობის დეტალურად გაცნობა და მოტივაციის ამაღლება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)