07:54 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-07 01:30:30, 1129 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის მეთაურის პოსტზე თორნიკე რიჟვაძე წარადგინეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე დაასახელა.

„ქართულმა ოცნებამ“ პოლიტსაბჭოზე აჭარის მთავრობის მეთაურის პოსტზე სულ 5 კანდიდატურა განიხილა, თუმცა საბოლოო არჩევანი რიჟვაძეზე შეაჩერა.

თავად რიჟვაძის თქმით, ის სამოქმედო პროგრამას მაშინ წარადგენს, როდესაც მისი კანდიდატურის დასამტკიცებლად შეიკრიბებიან.

რიჟვაძე ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელია და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეც იყო. ის დამტკიცების შემთხვევაში, ზურაბ პატარაძეს შეცვლის.

შეგახსენებთ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა 4 ივლისს დატოვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics