|
2018-07-04 10:42:28, 668 ნახვა
საზოგადოება
შსს-მ ტენდერი, რომელშიც პეტრე დევრიშაძის კომპანია მონაწილეობდა, შეწყვიტა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციისთვის შუქამრეკლი ჟილეტების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი, რომელშიც ჯაშუშობაში ბრალდებული პეტრე დევრიშაძის კომპანია მონაწილეობდა, შეწყვიტა. როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნულის მიზეზი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდაა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეებისთვის შუქამრეკლი ჟილეტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით 21 ივნისს გამოცხადდა ტენდერი. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ არსებული კანონმდებლობის დაცვით 3 ივლისს ტენდერი კომპანიების შერჩევა/შეფასების ეტაპზე შეწყდა, რაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდამ განაპირობა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საპატრულო პოლიციის რეფორმირების ეტაპზე დედაქალაქის ქუჩებში ქვეითი პატრულის კორპუსი ამოქმედდა. ზაფხულის სეზონის განმავლობაში ქვეით პატრულ-ინსპექტორთა რაოდენობას ეტაპობრივი გაზრდა იგეგმება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)