10:57 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-03 15:19:34, 2079 ნახვა

მსოფლიო
თურქეთმა საქართველოსგან რუსი სამხედრო მფრინავის მკვლელობაში ბრალდებულის ექსტრადირება მოითხოვა

თურქეთმა საქართველოს რუსი სამხედრო მფრინავის მკვლელობაში ბრალდებულის სერქან კურტულუშის ექსტრადირების თხოვნით მიმართა, - ამის შესახებ Interfax იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ქართველმა სამართალდამცველებმა კურტულუში 29 ივნისს ბათუმში დააკავეს. ის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებდენობოდა.

მედიის ცნობით, კურტულუში 2015 წელს რუსი სამხედრო მფრინავის ოლეგ პეშკოვის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, თუმცა მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გარდა ამისა, თურქული მხარე სერქან კურტულუშს კრიმინალური დაჯგუფების შექმნაში და სხვადასხვა უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს.

ცნობისთვის, თურქეთის საჰაერო ძალებმა 2015 წლის 24 ნოემბერს რუსული ბომბდამშენი Су-24 ჩამოაგდეს. რუსმა მფრინავებმა კატაპულტირება მოახერხეს, თუმცა დაშვებისას მათ ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ოლეგ პეშკოვი დაიღუპა. მოგვიანებით მას გმირის წოდება მიენიჭა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ევექსი ლაბის“ ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
თურქეთში რამდენიმე საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგადაც დაღუპულები და დაშავებულები არიან
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ასევე ყუბანს და ვორონეჟის შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics