01:21 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-03 11:46:51, 660 ნახვა

საზოგადოება
ივნისში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 727,385 ვიზიტი განხორციელდა - ყველაზე მეტი რუსეთიდან

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის ინფორმაციით, 2018 წლის ივნისში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 727,385 ვიზიტი განხორციელდა.

როგორც ჩოგოვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ვიზიტორთა ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13.8%-ია.

მისივე თქმით, ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი საქართველოში რუსეთიდან (+27.5%) შემოვიდა, მეორე ადგილზე აზერბაიჯანია (+10%), შემდეგ სომხეთი (-5.5%) და თურქეთი +(14.7%) .

"პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ნიდერლანდები +73%, ჩეხეთი +72%, გერმანია +63.6%, საფრანგეთი +44.3%, პოლონეთი +36.7,გაერთიანებული სამეფო +32.5%, იტალია +27.2% და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: საუდის არაბეთი +955.5%, ქუვეითი +395.8%, კორეის რესპუბლიკა +192.8%, არაბთა გაერთიანებული საამიროები +159.3%, ჩინეთი +92.3%, ბელარუსი +56.9%.

2018 წლის იანვარი-ივნისის თვის მონაცემებით საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 3,561,961 ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13.6%-ია", - აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics