00:18 - 31 Jul, 2026
|
2018-07-02 12:39:36, 573 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულ გამოცდაზე აპლიკანტების დაახლოებით 4% არ გამოცხადდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 9 035 აბიტურიენტიდან ერთიან ეროვნულ გამოცდაზე აპლიკანტების დაახლოებით 4% არ გამოცხადდა. მათივე ცნობით, გამოცდაზე დაგვიანების 4 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან 3 თბილისში, ხოლო ერთი ქუთაიში იყო. "დღეს უნდა გამოცხადებულიყო 9 ათას 35 აბიტურიენტი, სამწუხაროდ 4%, ცოტა მეტი არ გამოცხადდა გამოცდაზე. ისინი გამოეთიშებიან კონკურსს. ასევე გვაქვს დაგვიანების შემთხვევა - 3 თბილისში და ერთი ქუთაისში. ეს აბიტურიენტებიც ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას კონკურსში", - განაცხადა გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სოფო დოლიძემ. შეგახსენებთ, რომ წელს ეროვნულ გამოცდებზე 39 000-მდე აბიტურიენტია რეგისტრირებული. გამოცდები 22 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)