|
2018-07-02 10:40:35, 649 ნახვა
საზოგადოება
„ვიზეარის“ თვითმფრინავი, რომელიც დორტმუნდში უნდა გაფრენილიყო, ქუთაისის აეროპორტში ავარიულად დაეშვა
ქუთაისის აეროპორტიდან დორტმუნდის მიმართულებით ავიაკომპანია „ვიზეარის“ რეისი ვერ შესრულდა. როგორც მგზავრები აცხადებენ, ლაინერს ადგილიდან დაძვრისთანავე პრობლემები შეექმნა, რის გამოც ავარიული დაშვება განხორციელდა. „ტექნიკურად გამართეს თვითმფრინავი, თუმცა, როგორც კი დაიწყო აფრენა, თვითმფრინავმა დაიწყო დამუხრუჭება რის გამოც დიდი ძალით მოხდა დარტყმა მიწაზე, რომ შევხედეთ ბოლი გასდიოდა. საკმაოდ დიდი პანიკა იყო“, - განუცხადა „რუსთავი 2“-ს ერთ-ერთმა მგზავრმა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი პროგრამული ხარვეზი იყო. „ვიაკომპანია ვიზეარის რეისი ქუთაისი - დორტმუნდი, პროგრამული ხარვეზის გამო, ხომალდის ეკიპაჟის კაპიტნის გადაწყვეტილებით, აფრენამდე დაბრუნდა სადგომზე. ამჟამად მიმდინარეობს საჰაერო ხომალდის ტექნიკური შემოწმება, რის დასრულების შემდეგაც გაცნობებთ დამატებით ინფორმაციას“, - აცხადებენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)