00:19 - 31 Jul, 2026
|
2018-07-01 18:32:58, 814 ნახვა
საზოგადოება
გომბორზე ავტობუსის გადაბრუნების გამო 25 ტურისტი დაშავდა
გომბორზე მომხდარი ავარიის შედეგად 25 ბელორუსიის მოქალაქეა დაშავებული. გომბორის უღელტეხილზე ტურისტებით სავსე ავტობუსი გადაბრუნდა. ავტობუსში ბელარუსის 27 მოქალაქე იმყოფებოდა. აქედან ერთს, ლავიწის ძვლის მოტეხილობის გამო, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ქირურგიული ოპერაცია უტარდება. კიდევ ერთ დაშავებულ ტურისტს კი, რომელიც ყამბარაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, გულმკერდის ტრავმით თბილისში გადაიყვანენ. გომბორის გზაზე, სოფელ თეთრწყლებთან "სუზუკის" მარკის ავტობუსი იმ ადგილას ამობრუნდა, სადაც მკვეთრი მოსახვევია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)