|
2018-06-30 16:55:04, 899 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ნოზაძე ღუდუშაურის კლინიკიდან გაწერეს
"ქუჩის ბიჭების" სოლისტი ირაკლი ნოზაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკიდან გაწერეს. როგორც "ექსპრესნიუსს" კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, რის შედეგადაც მისი საავადმყოფოდან გაწერა მოხდა. ამასთან, კლინიკიდან გაწერამდე, მომღერალი სამართალდამცველებმა დაკითხეს. მისი დაკითხვა გუშინ იყო დაგეგმილი, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პოლიციამ მასთან გასაუბრება ვერ მოახერხა. ცნობისთვის, მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებულ თამთა ჯანღავას და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულ ნათია თოფურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. შეგახსენებთ, ირაკლი ნოზაძეს თავს 25 ივნისს, წერეთლის გამზირზე დაესხნენ. მას ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. თავდასხმის ბრალდებით სამართალდამცავებმა ორი გოგო გაადაკვეს. გამოძიება თამთა ჯანჯღავას განზრახ მკვლელობის მცდელობას, ხოლო მის მეგობარ ნათია თოფურიას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ჯანჯღავა ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ „პიკასოს“ მოკვლა არ სურდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)