21:15 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-28 10:26:24, 660 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: რუსეთი კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, რუსეთი კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება ქვეყნის ეროვნული დამოუკიდებლობისათვის.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უდანაშაულო მოქალაქეები იღუპებიან და ამის მაგალითი არჩილ ტატუნაშვილი.

“რუსეთი კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისათვის და მიუხედავად საქართველოს კონსტრუქციული და პრაგმატული მიდგომისა ურთიერთობებისადმი, რუსეთს არასოდეს უცდია, გადაედგა საპასუხო ნაბიჯები იმისათვის, რომ შემცირდეს უსაფრთხოების პრობლემები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ ვხედავთ, რომ იღუპებიან უდანაშაულო მოქალაქეები და ამის ბოლოდროინდელი ნათელი მაგალითია არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ძალადობრივი ხელყოფა ცხინვალში, მარიონეტული რეჟიმის ხელში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

კობხიძემ, უკრაინის, მოლდოვას, ლიეტუვისა და პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარეებთან ერთად, კონფერენციაზე - „რუსული რევანშიზმი - გულწრფელი დისკუსია ოთხი ევროპული ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეთან“ ისაუბრა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყნებს ის საერთო უსაფრთხოების გამოწვევები აკავშირებთ, რომელთა აღმოფხვრაც, დამოუკიდებლობის აღიარებიდან თითქმის სამი ათწლეულის მანძილზე ვერ ხერხდება. 

„მოხარული ვარ, რომ ვხედავ, რამდენი მეგობარი ჰყავს საქართველოს, თავისუფლებასა და დემოკრატიას. ჩემთვის ასევე დიდი პატივია, რომ ვიმყოფები მოლდოვასა და უკრაინის - საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების პარლამენტების თავმჯდომარეების გვერდით. ჩვენი თანამშრომლობის განმსაზღვრელი მომენტი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გვაქვს ის საერთო უსაფრთხოების გამოწვევები, რომლების აღმოფხვრაც ვერ ხერხდება ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარებიდან თითქმის სამი ათწლეულის მანძილზე. მაშასადამე, ჩვენი ქვეყნებისათვის ერთად დგომა არა მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობაა, არამედ ეს არის თითქმის ეგზისტენციალური აუცილებლობა”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

შესაბამისი განცხადება ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონში, ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics