|
2018-06-27 12:07:52, 644 ნახვა
კომენტარი
კალაძე: მოგვიწევს არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა, თუმცა ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება თითოეული ჩვენგანისთვის
დედაქალაქის მერია ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარების გეგმის წარდგენას გეგმავს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ჩვენ ვგეგმავთ წარმოვადგინოთ გეგმა, სადაც გაწერილი იქნება თვეებისა და წლების მიხედვით, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ არსებული მდგომარეობა შეიცვალოს. ამაზე კონსულტაციები მიმდინარეობს ცენტრალურ ხელისუფლებასთან და უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ დეტალურ ხედვას“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, ეს საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქისთვის და მუნიციპალიტეტს მის მოსაგვარებლად არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმაც მოუწევს. „მუნიციპალიტეტს საკმაოდ მკვეთრი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს მომდევნო თვეებისა და წლების განმავლობაში, როგორც სატრანსპორტო პოლიტიკის, ასევე, გარემოს დაცვის მიმართულებით. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოების მხრიდან იქნება მხარდაჭერა და თანადგომა, რადგან გარკვეულწილად, ჩვენ მოგვიწევს არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა, თუმცა ეს ნაბიჯები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება თითოეული ჩვენგანის, ჩვენი შვილების და მომავალი თაობის კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძემ მერიის ადმინისტრაციას და დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულებს ავტოპარკში არსებული ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერება დაავალა. მისი თქმით, 1 ივლისიდან სავალდებულო ხდება სახელმწიფო ავტოპარკისა და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერება და ეს იქნება პირველი ნაბიჯი, რომელიც ჰაერის დაბინძურების შემცირებისთვის გადაიდგმება. „მერიის ადმინისტრაციას და დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულებს მინდა დავავალო, რომ დაუყოვნებლივ განახორციელონ ყველა იმ ავტომანქანის ტექდათვალიერება, რომელიც ამ წესს ექვემდებარება და რომელიც ვერ გაივლის ტექდათვალიერებას, ამოღებული იყოს ხმარებიდან. იგივე მიდგომა და დამოკიდებულება აქვს ცენტრალურ ხელისუფლებას, მე ამაზე მქონდა საუბარი პრემიერ-მინისტრთან და ანალოგიური მოხდება სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში. ჩვენ უნდა ვიყოთ პირველები, ვინც ამ ნაბიჯს გადადგამს. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება საკმარისი, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ლოკომოტივები. ვაჩვენოთ ყველას, რომ ეს არის სწორი ნაბიჯი. შესაბამისად, დედაქალაქში გაუმართავი ავტომანქანებით მოძრაობა იქნება გამორიცხული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)