|
2018-06-25 20:40:37, 826 ნახვა
საზოგადოება
შსს: 25 ივნისიდან 20 აგვისტომდე ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე, ავტოტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 25 ივნისიდან 20 აგვისტომდე ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, ავტოტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს. როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, ქუთაისში, „პრესის სახლიდან“ შოთა რუსთაველის გამზირის N104-მდე, მიწისქვეშა მუნიციპალური წყალგაყვანილობის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. "სამუშაოების დასრულებამდე, რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ ცალმხრივად, ქალაქის ცენტრიდან ზვიად გამსახურდიას გამზირის მიმართულებით, ხოლო გამსახურდიას გამზირიდან - ქალაქის ცენტრის მიმართულებით, ბარათაშვილის ქუჩის გავლით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)