11:43 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-24 13:22:53, 1062 ნახვა

სხვადასხვა
დეპუტატები, თბილისის მერი და მთავრობის წევრები გარბენში - „თბილისი“ მონაწილეობდნენ

დედაქალაქის მერიის ინიციატივით, გარბენი “თბილისი“ პირველად გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მიიღო.

მისი განცხადებით, მსგავსი ღონისძიებებები, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება, მომავალშიც გაგრძელდება.

„ჩვენი დღევანდელი ღონისძიება  ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვასა და  მის  პოპულარიზაციას ემსახურებოდა. ეს არ იქნება ერთჯერადი ღონისძიება. ჩვენ მოსახლეობას შევთავაზებთ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებას, რომ ყველა ადამიანს გავაგებინოთ, რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი, ჯანსაღი ცხოვრება. მიხარია, რომ ღონისძიებაზე ამდენი ხალხი მოვიდა, ყველა თაობის წარმომადგენელი. მომდევნო დღეებისა და კვირების განმავლობაში მოსახლეობას კიდევ სხვა სახის სპორტულ ღონისძიებებსაც შევთავაზებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერთან ერთად, გარბენში მონაწილეობდნენ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, მერის მოადგილეები, თბილისის სხვადახვა რაიონების გამგებლები,  მთავრობისა და დედაქალაქის საკრებულოს წევრები, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და პროფესიონალი სპორტსმენები.

გარბენი ვაკის პარკიდან დაიწყო და თავისუფლების მოედანზე დასრულდა.

გარბენი „თბილისი“ დედაქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას ემსახურებოდა.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics