17:30 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-20 21:16:40, 857 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: რუსეთთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს ძალიან სწორი პოლიტიკა და ეს არის მთავარი ნებისმიერი ხელისუფლებისთვის

„აბსოლუტურად ყველა ხედავს, რომ რუსეთთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს ძალიან სწორი, პრაგმატული, რაციონალური პოლიტიკა და მკაფიო წითელი ხაზები - ეს არის მთავარი ნებისმიერი ხელისუფლებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდის პოლიტიკა ეროვნული ინტერესების დაცვას ემსახურება.

„რა თქმა უნდა გვაქვს სერიოზული სირთულეები ამ ურთიერთობებში, თუმცა მნიშვნელოვანი და მთავარი არის ის, რომ ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა რუსეთთან მიმართებით. აბსოლუტურად ყველა ხედავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან სწორი, პრაგმატული, რაციონალური პოლიტიკა და მკაფიო წითელი ხაზები - ეს არის მთავარი ნებისმიერი ხელისუფლებისთვის და ამით გამოირჩევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ეს არის ეროვნული ინტერესების განუხრელი დაცვა ამ  პოლიტიკის განხორციელებისას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics