|
2018-06-20 19:20:37, 1255 ნახვა
კომენტარი
რომან გოცირიძე: დაუკარით, უპატარძლო ქორწილია! მთავრობა მოვიდა მინისტრების გარეშე [ვიდეო]
„დაუკარით უპატარძლო ქორწილია, მთავრობა მოვიდა მინისტრების გარეშე“, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობას. მან მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესს კომიკური უწოდა. „დღეს თქვენთვის უნდა იყოს საზეიმო დღეს, ვინაიდან ამტკიცებთ ახალ მთავრობას. რატომღაც ცხვირი ჩამოგტირით და რაღაც ტრაორის განწყობაა. ალბათ იმიტომ, რომ მთავრობა არ არის სრულად დაკომპლექტებული, სამი ადამიანი აკლია, არ ვიცით ვინ იქნება მინისტრი. ფიქტიური მინისტრები გვიზიან, რომლებიც 2-3 კვირის შემდეგ არ იქნებიან. გინახია ალბათ ფილმები ფიქტიური ქორწინება და ფიქტიური ხელშეკრულება, პირველად ვნახეთ ჩვენს რეალობაში, რომ თურმე არსებობს ფიქტიური მთავრობა. გვიზიან მინისტრები, არადა არ არიან მინისტრები. გახსოვთ ფილმი გიორგი შენგელაია რომ თამაშბს „გინახავს ვეღარ ნახავ“ - დაღონებულია, პატარძალი არ მოვიდა და „დაუკარით უპატარძლო ქორწილიაო“. აი დაუკარით უპატარძლო ქორწილია, მთავრობა მოვიდა მინისტრების გარეშე. ეს არის კომიკური ვითარება. როდესაც ერთ-ერთი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ტემპს ჩამორჩა, რაღაცებს ვერ აკეთებდა და შალვა ნათელაშვილმა მას უწოდა „დაღლილი ვირი“, ეს იმდენად ხატოვანი გამოთქმა იყო, მივხვდით, რომ სანამ ვიღაცა დაღლილ ვირს გიწოდებს, ეს მთავრობა დროზე უნდა შეგვეცვალა. რას ვხედავთ ეხლა ჩვენ, წარმოგვიდგინეს ახალი ძველი მთავრობა, ახალი კაბინეტი და როგორია ეს კაბინეტი - დაღლილი, ენერგიაგამოცლილი, ქნცგაწყვეტილი, მორჩილი, ბედს მინდობილი, არაფორმალური მმართველის თვალებში მაცქირალი, მორალუად გაცვეთილი. მოკლედ რომ ვთქვათ, მინისტრთა კაბინეტი არის დრომოჭმული და ამორტიზებული“, - მიმართა გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობას.
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)