|
2018-06-20 17:23:04, 939 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: თუ ჩემი ანგარიშით ენმ-სთვის თანხის გადარიცხვა თაღლითობა იყო, საინტერესოა, ვინ არის ამ თაღლითობის ბენეფიციარი?! [ვიდეო]
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ, 2012 წელს მისი სახელით „ნაციონალური მოძრაობისთვის“ 20 000 ლარის გადარიცხვასთან დაკავშირებულ შეკითხვას კიდევ ერთხელ უპასუხა. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, თანხა პარტიისთვის არ გადაურიცხავს და მისი ანგარიშის გამოყენება ტექნიკურად მოხდა. პრემიერობის კანდიდატმა ასევე განმარტა, რომ 2012 წელს ამავე მიზნით 30 ათასზე მეტი ფიზიკური პირის ანგარიში გამოიყენეს. „მე გავეცი ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი გუშინ და ვინც ვერ ან არ გაიგო, დღესაც გავიმეორებ მათთვის. მე ჩემი თანხა არასოდეს გადამირიცხავს „ნაციონალური მოძრაობისთვის“. თქვენს მიერ ინიცირებულმა კანონმა, რომელმაც აკრძალა იურიდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსება, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონოდა საშუალება მიეღო შესაბამისი დაფინანსება 2012 წლის არჩევნებში და ამავე დროს ასეთ კანონს თქვენ მიეცით უკუქმედების ძალა, გამოიწვია ის, რომ ტექნიკურად მოხდა გამოყენება ფიზიკური პირების ანგარიშების. ასეთი არის 30 ათას ადამიანზე მეტი. შესაბამისად, თუ ეს იყო თაღლითობა, ძალიან საინტერესოა მაშინ, ამ თაღლითობის ბენეფიციარი ვინ არის?!“ - განაცხადა ბახტაძემ. ცნობისთვის, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მიმართა და განაცხადა, რომ მის მიმართ პროკურატურამ საქმე უნდა აძრას: „გუშინ თქვენ ჩვენს ფრაქციასთან შეხვედრაზე დაადასტურეთ, რომ მიიღეთ მონაწილეობა თაღლითურ სქემაში, რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას არსებული კანონის გვერდის ავლით და შესაძლოა, ასევე მიიღეთ მონაწილეობა, სავარაუდოდ, უკანონო შემოსავლების გათეთრების სქემაში. დაწყებული არის უკვე შესაბამისი მოკვლევა ამ საკითხზე. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოითხოვეს შესაბამისი ინფორმაცია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა აღძრას საქმე და გამოიძიოს თქვენი მონაწილეობა თაღლითურ და შესაძლოა, ასევე, ძალიან მძიმე დანაშაულში, რომელიც ისჯება 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, თუ ეს ასევე უკავშირდებოდა ფულის გათეთრების სქემას. მაინტერესებს, აპირებთ თუ არა ითანამშრომლოთ გამოძიების პროცესთან“.
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)