14:04 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-19 13:35:35, 977 ნახვა

სამართალი
1-ელი ივლისიდან პოლიციელების ხელფასები გაიზრდება

პირველი ივლისიდან პოლიციელების ხელფასი გაიზრდება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 13 200 პოლიციელს ხელფასი 250 ლარით გაეზრდება.

„ჩვენ კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული პოლიციელის სოციალური უზრუნველყოფის და სოციალური გარანტიების კომპონენტი. ამიტომ, შემიძლია გითხრათ, რომ პირველი ივლისიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი გაეზრდება 250 ლარით. ეს არის ის მინიმუმი, რაც ჩვენ შეგვეძლო დღეს და გავაკეთეთ. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ყველა ის ნაბიჯი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, დიდწილად არის იმ საბიუჯეტო ეკონომიების ხარჯზე გაკეთებული, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ამ 6-7 თვის განმავლობაში. თავიდანვე ვთქვით, რომ ადმინისტრაციულ ნაწილში შსს-ში იყო ძალიან სერიოზული გადახრა ადმინისტრაციულ ფუნქციებზე დანახარჯების კონტექსტში. ჩვენ, როგორც ფაქტი, შევამცირეთ ბოლო 7 თვის განმავლობაში 500-ზე ცოტა მეტი ადმინისტრაციული პოზიცია, რამაც მოგვცა საშუალება, როგორც ტექნოლოგიურ ნაწილში გაგვეახლებინა აღჭურვილობა, ასევე გაგვეზარდა ხელფასები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics