18:29 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-15 09:42:13, 672 ნახვა

საზოგადოება
ქარტია - ელისო კილაძემ დიმიტრი ქუმსიშვილის მიმართ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, გაზეთ "ქრონიკა +-სი" მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

ამის შესახებ ქარტიის განცხადებაშია აღნიშნული:

„ელისო კილაძის წინააღმდეგ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა შემოიტანა. ის სადავოდ ხდიდა 2018 წლის 5 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით "კორუფცია VS მართლმსაჯულება", რომელიც ეხებოდა ქვეყანაში არსებულ კორუფციას, ასევე, 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის გამოძიებასა და სასამართლო პროცესში დიმიტრი ქუმსიშვილის ჩართულობას, რაც განმაცხადებლის მტკიცებით, არ შეესაბამებოდა სიმართლეს.

საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოპასუხე ჟურნალისტმა საბჭოს კითხვებს ტელეფონით უპასუხა. სხდომის მსვლელობისას განმცხადებლის წარმომადგენელმა მოხსნა საკუთარი მოთხოვნა მე-11 პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით, რაც ფაქტის განზრახ დამახინჯებას გულისხმობს. შესაბამისად, საბჭომაც მხოლოდ პირველი პრიციპის ჭრილში განიხილა სადავო სტატია და მისი დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება“, - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics