17:32 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-14 15:57:04, 877 ნახვა

საზოგადოება
„არაა საჭირო ეს ბინძური კამპანია ქალების წინააღმდეგ!“- ომბუდსმენი სააკაშვილს პასუხობს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი სექსისტურად და შეურაცხმყოფელად მოიხსენია. 

მან  მეზვრიშვილთან დაკავშირებით სტატუსი გააზიარა, რომელსაც მიაწერა:  „ესაა კარგად ცნობილი მსუბუქი ყოფაქცევის, ივანიშვილის ჯიბის “პროკურორი“.

აღნიშნულ ფაქტს, სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია გამოეხაურა და აღნიშნა, რომ მეზვრიშვილი ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და პრინციპული ახალგაზრდაა. 

მისივე თქმით, ეს ბინძური კამპანიაა ქალების წინააღმდეგ. 

„რატომ ელანდებათ ამ კაცებს სულ "კალთაში ჯდომა" და "მსუბუქი ყოფაქცევა", როცა ქალებზეა საუბარი? ნათია ერთ ერთი წესიერი, პრინციპული და პროგრესული ახალგაზრდაა, ვისაც ვიცნობ. ამ გამოძიებაში თუ რამე შეეშლება მას ან შსს-ს, პირველი ჩვენ ვიტყვით ამას! არაა საჭირო ეს ბინძური კამპანია ქალების წინააღმდეგ!“,- წერს ლომჯარია. 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics