09:28 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-29 13:15:46, 397 ნახვა

პოლიტიკა
კახა კოჟორიძე: პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციის დატოვებას არ აპირებს

"პრეზიდენტის პოზიცია არის ის, რომ ავლაბარის რეზიდენციის დატოვებას არ აპირებს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კოჟორიძემ აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია მრავალჯერ გაჟღერდა და ის დამატებით კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

„პრეზიდენტის პოზიცია არის ის, რომ არ აპირებს დატოვოს ავლაბრის რეზიდენცია. პრეზიდენტს რომ თავის დროზე გაეკთებინა განცხადება, მოვიფიქრებ და გადავწყვეტო, მაშინ ჩემთვის გასაგები იქნებოდა, მაგრამ ამ თემის კიდევ ხელახალი წამოწევა ჩემი აზრით არასწორია. პრეზიდენტმა ძალიან ნათლად თქვა თავისი პოზიცია და ეს არაერთხელ იქნა გაჟღერებული. ჩვენი პოზიცია არის იგივე და ჩვენ დამატებით კომენტარს არ ვაკეთებთ“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics