09:18 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-29 12:21:52, 527 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძის შეფასებით, თიბილოვი სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ვერ გადაწყვეტს

ლეონიდ თიბილოვი სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის გადაწყვეტილებას, ვერ მიიღებს, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადებას, რომლის თანახმადაც სამხრეთ ოსეთი მზადაა, რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს.

აბაშიძის განმარტებით, რუსეთი იმ პოლიტიკის გამო, რასაც ის მეზობელ ქვეყნებში ატარებს, დიდ საფასურს იხდის და ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში, კიდევ უფორ დიდი საფასურის გადახდა მოუწევს.

აქედან გამომდინარე, ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება რუსეთისთვის ძალიან მძიმე იქნება.

„თიბილოვი ამას ვერ გადაწყვეტს. რუსეთი იხდის საკმაოდ დიდ საფასურს იმ პოლიტიკისთვის, რასაც ის მეზობელ ქვეყნებში ატარებს. თუ ასეთ ნაბიჯსაც გადადგამს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი საფასური უნდა გადაიხადოს და ეს მისთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნება. ამის თაობაზე მაქსიმალურად უნდა გვყავდეს ინფორმირებული დასავლელი პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics