14:50 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-07 12:59:10, 2645 ნახვა

საზოგადოება
დიდი ზომის ქვეწარმავალი, რომელიც ნუცუბიძეზე შენიშნეს, გველხოკერა აღმოჩნდა

დიდი ზომის ქვეწარმავალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ნუცუბიძეზე შენიშნეს, გველხოკერა აღმოჩნდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში განუცხადეს.

აღსანიშნავია, რომ გველხოკერა შხამიანი გველი არ არის და ის ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

„31 მაისს, 13:13 საათზე, 112-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ  ნუცუბიძის მესამე მიკრო რაიონის მეორე კვარტალში შენიშნეს გველი. 13:27 საათზე ადგილზე მივიდნენ ცხოველთა მონიტორინგის თანამშრომლები. გველი დაიჭირეს და აღმოჩნდა  გველხოკერა. ასევე მოხდა მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება“, - აცხადებენ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში. 

მათივე ცნობით, ქვეწარმავალზე გამოძახებების რაოდენობა თბილისის მასშტაბით გაზრდილია.

შეგახსენებთ, ბოლო სამი თვის განმავლობაში მთელი თბილისის მაშტაბით ქვეწარმავალთან დაკავშირებით „112“-ში 300-მდე შეტყობინება შევიდა, აქედან 200 მაისში. სულ მონიტორინგის თანამშრომლებმა 118 ქვეწარმავალი დაიჭირეს და ისინი შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics