|
2018-06-06 09:22:35, 1954 ნახვა
საზოგადოება
მემანქანეების გაფიცვა სრულდება - 14:00 საათიდან მეტრო მგზავრების მიღებას განაახლებს
მეტროპოლიტენის მემანქანეების ინფორმაციით, მეტროსადგურები დღეს, 14:00 საათიდან მუშაობას განაახლებენ. გვიან ღამით, მემანქანეებმა შიდა კონსულტაციების შემდეგ მუშაობის გაგრძელება გადაწყვიტეს. როგორც “ერთობა 2013”-ის ხელმძღვანელმა, რატი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელფასების მომატებაზე პასუხისმგებლობა თავად თბილისის მერმა აიღო. "შეთანხმება მიღწეულია და მეტროპოლიტენი დღეს 14:00 საათიდან ამუშავდება. ძირითადი მოთხოვნა, რომელიც გვქონდა, გარკვეულ ზღვარამდე მომატებულიყო ჩვენი ხელფასი, ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება. ამის პირობა თავად ბატონმა მერმა მოგვცა", - განაცხადა კაპანაძემ. შეგახსენებთ, მეტროპოლიტენის მემანქანეებმა გაფიცვა 3 ივნისს 15:00 საათზე დაიწყეს. ისინი გლდანის დეპოში 3 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ. მემანქანეები 45%-ით ხელფასის გაზრდას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ გაფიცვას იქამდე გააგრძელებდნენ სანამ მათი მათხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა. გაფიცვის გამო, თბილისის მეტროპოლიტენმა მუშაობა 4 ივნისს შეწყვიტა, რამაც ქალაქის მასშტაბით მოსახლეობას გადაადდგილების პრობლემა შეუქმნა. ამ პერიოდის განმავლობაში ავტობუსები მოსახლეობას უფასოდ ემსახურებოდნენ.
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)