|
2018-06-05 09:52:08, 1172 ნახვა
საზოგადოება
მემანქანეების გაფიცვის გამო, მეტროსადგურები დღესაც დაკეტილია
მემანქანეების გაფიცვის გამო, ყველა მეტროსადგური დღესაც გაჩერებულია. ქალაქში მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები კი მგზავრებს კვლავ უფასოდ ემსახურებიან. თბილისის მერიაში გაფიცული მემანქანეებისა და დედაქალაქის მერის, კახა კალაძის შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თბილისის მერი და შეხვედრის მონაწილეები ამჯერად გლდანში, დეპოს მიმდებარე ტერიტორიაზე წავლენ, სადაც მეტროს სხვა მემქანანეები არიან შეკრებილი და მოლაპარაკებებს იქ გააგრძელებდნენ. შეხვედრაზე მეტროს მემანქანეების გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა აქტივისტებიც შევიდნენ, თუმცა, მერის მოთხოვნით, მათ ოთახი დაატოვებინეს. შეხვედრის მსვლელობისას, მემანქანეების ნაწილმა დედაქალაქის მერთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც მემანქანეებმა ჟურალისტებთან საუბარში განაცხადეს, თბილისის მერი კახა კალაძე მათ ეუბნება, რომ ხელფასების მომატებას მერია 2019 წლიდან განიხილავს, რასაც მემანქანეები არ ეთანხმებიან. დეპოს მორიგის, ვანო მარუაშვილის თქმით, ამ დროისთვის პროტესტი გრძელდება და მეტრო დღეს მუშაობას არ განაახლებს. შეგახსენებთ, რომ მეტროს მემანქანეები 3 ივნისს დილიდან გაიფიცნენ.
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
საქართველოს მოქალაქე დაუსწრებლად გაასამართლეს უკრაინის მხარეს ომში მონაწილეობისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)