10:54 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-04 19:58:51, 1251 ნახვა

კომენტარი
თადუმაძე: შეიქმნება სპეციალური ფორმატი, რათა ზაზა სარალიძეს საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია ჰქონდეს

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შალვა თადუმაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ზაზა სარალიძეს მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც თადუმაშვილმა აღნიშნა, შეხვედრის ფარგლებში გადაწყდა ინფორმაციის უზრუნველყოფის ფორმატის შექმნა.

"პრემიერ-მინისტრი შეხვდა მალხაზ მაჩალიკაშვილს, ზაზა სარალიძეს და ლევან დადუნაშვილის ოჯახს. შეხვედრას მათი ადვოკატები ესწრებოდნენ. ასევე ესწრებოდა სახალხო დამცველი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. შეხვედრებზე განიხილეს ყველა ის საკითხი, რომელზეც კითხვები არსებობდა ბოლო დღეების განმავლობაში. შს მინისტრმა მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა ზაზა სარალიძეს. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას ინფორმაციის უზრუნველყოფის ფორმატი, იმისათვის, რომ სარალიძის ოჯახს საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ჰქონდეს ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა", - განაცხადა შალვა თადუმაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტვერისა და სტავროპოლში ნავთობის საწყობები დაბომბეს
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics