02:18 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-02 13:09:44, 785 ნახვა

რეგიონი
ტყიბულში დაღუპული ერთ-ერთი მუშა 25 წლის ახალგაზრდაა

ტყიბულში ქვანახშირის გარე მოპოვების კარიერზე დაღუპული ორი მუშიდან ერთ-ერთი 25 წლის ახალგაზრდაა.

ინფორმაციას პროფკავშირების წარმომადგენელი თამაზ დოლაბერიძე ავრცელებს.

რაც შეეხება მეორე დაღუპულს, დოლაბერიძის თქმით, მისი ვინაობა ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

გარდაცვლილები პროზექტურაში გადაასვენეს.

პროფკავშირების პირველადი ინფორმაციით, მუშებს საკმარისი რაოდენობის ჰაერი არ მიეწოდებოდათ, რამაც მათი გარდაცვალება გამოიწვია.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი).





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics