02:18 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-28 16:21:56, 771 ნახვა

რეგიონი
საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველებმა ხურვალეთის მავთულხლართებთან აქციის გამართვა ვერ შეძლეს

საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს წარმომადგენლები ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ.

მათ ხანდაზმულთა თავშესაფრის ბენეფიციარები მოინახულეს და საჩუქრები გადასცეს.

სათვისტომოს წარმომადგენლები ხურვალეთში, მავთულხლართებთან რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციის გამართვას გეგმავდნენ. თუმცა, „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტის ინფორმაციით, პოლიციამ უსაფრთხოების გარანტიათა არარსებობის გამო, ამ აქციის ჩატარების ნება არ დართო. საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველებმა მავთულხლართებისგან მოშორებით სიმბოლური აქცია გამართეს, საჰაერო ბურთები გაუშვეს და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. ამის შემდეგ, სათვისტომოს წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს მშვიდობიანი აქციის  სოფელ ერგნეთში გამართვა, სადაც პოლიციის თანხლებით მივიდნენ.

ცნობისთვის, საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს წარმომადგენლები, რომელთა ნაწილი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრთა  შთამომავლები არიან, საქართველოს სტუმრობენ პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან მეასე წლისთავის აღსანიშნავად.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics