|
2018-05-24 12:00:26, 1340 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია დაიწყო
დღეს 12:00 საათზე თბილისის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ელექტრონულად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.kids.org.ge. საზაფხულო ბაღების სერვისს წელს 13 000 აღსაზრდელი დედაქალაქის 40 საბავშვო ბაღში მიიღებს. დღეს ვებგვერდზე იმუშავებს მხოლოდ საზაფხულო ბაღების რეგისტრაციის ფორმა, სადაც აპლიკანტებმა უნდა შეავსონ სავალდებულო ველები სასურველი რაიონის, საბავშვო ბაღის, ასაკობრივი ჯგუფის, ასევე, აღსაზრდელისა და მშობლის პირადი მონაცემებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ. რეგისტრაცია ვაკანტური ადგილების შევსებამდე გაგრძელდება. საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები მომსახურებას მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისის თვეში მიიღებენ და აღნიშნული რეგისტრაცია არ ეხება 2018-2019 სააღმზრდელო წელს. თბილისში საზაფხულო ბაღები 2018 წლის 2 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით იმუშავებს შემდეგ ბაგა-ბაღებში: გლდანის რაიონი - N153, N48 N205, N216, N186 დიდუბის რაიონი - N11, N92, N23, N15. ვაკის რაიონი - N1, N27, N142, N83, ბაგა-ბაღი „ჩიორა“. ისნის რაიონი -N202 , N29, N26, N215, N182. კრწანისის რაიონი -N51, N206. მთაწმინდის რაიონი - N170, N152, N162 ნაძალადევის რაიონი - N9, N79, N60, N143, N80. საბურთალოს რაიონი - N197, N171, N112. სამგორის რაიონი - N128, N12, N210, N45. N196, N72. ჩუღურეთის რაიონი - N34, N5..
(NS)
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)