06:52 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-23 14:40:48, 1223 ნახვა

საზოგადოება
დავით სერგეენკო ჟენევაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეის 71-ე სხდომაში მონაწილეობს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჟენევაში მიმდინარე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეის 71-ე სხდომაში მონაწილეობს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეა განიხილავს 2019-2023 წლების სამუშაო პროექტს, რომელიც დასამტკიცებლად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ გადასცა.

"ჯანმრთელობა ყველასათვის: გზა საყოველთაო ჯანდაცვისაკენ“ - ეს იყო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოხსენების მთავარი თემა. დავით სერგეენკომ თავის გამოსვლაში ყურადღება საყოველთაო ჯანდაცვის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე, როგორც მდგრადი განვითარების 2030 მიზნების მიღწევის საუკეთესო საშუალებაზე და ამ მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ რეფორმაზე გაამახვილა.

აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ასამბლეა ქ. ჟენევაში წელიწადში ერთხელ იმართება და ის ორგანიზაციის გადაწყვეტილების მიმღები მთავარი ორგანოა. მასში მონაწილეობას  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს დელეგაცია იღებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 71-ე ასამბლეა 21 მაისს გაიხსნა და კიდევ 4 დღეს გაგრძელდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics