03:09 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-22 12:05:59, 1399 ნახვა

კომენტარი
შოთა ხაბარელი: ვფიქრობ, დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან უნდა გადადგეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შოთა ხაბარელის განცხადებით, ძიუდოისტების პროტესტი ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის მიერ პროფესიონალი მწვრთნელების გადაყენებას უკავშირდება.

ხაბარელი მიიჩნევს, რომ ქევხიშვილი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს.

„იყვნენ წარმატებული მწვრთნელები და ისინი გადააყენეს. შემდეგ მოვიდნენ სრულიად ამ სფეროში არაკომპეტენტური მწვრთნელები. შედეგიც დადგა ეს. ზუსტად ამას აპროტესტებენ ბიჭები, წარმატებული მწვრთნელების გადაყენებამ მოიტანა ზუსტად ეს შედეგი. აქედან გამომდინარე, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთა, იმ ბრალეულობაზე ფიქრობენ, რომ პრეზიდენტი უნდა გადადგეს, მეც ვფიქრობ, პრეზიდენტმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო იმით, რომ მან გადააყენა წარმატებული მწვრთნელები და მოიყვანა თავისი მეგობრები. ეს არის ყველაზე მტკივნეული და ყველაზე ცუდი, რაც მივიღეთ ჩვენ და ბიჭებიც ამას ამბობენ. ჩვენ მოგვაცილეს ის მწვრთნელები, რომლებითაც ვიყავით კარგად, ვიღებდით შედეგებს, მოვიდა ახალი მწვრთნელების შემადგენლობა, და იმის შემდეგ წავიდა შედეგი უკან. მეც ვიფქრობ, როდესაც ხდება წარმატებული მწვრთნელების გადაყენება და ამის შემოქმედი არის პრეზიდენტი, ის უნდა გადადგეს”, - განაცხადა შოთა ხაბარელმა.

ცნობისთვის, საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ ძიუდოს ნაკრების წევრთა ნაწილმა დავით ქევხიშვილის კაბინეტი აჭედეს და მისი სკამი გარეთ, ნაგვის ურნასთან გაიტანეს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics