|
2018-05-21 11:58:46, 1349 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ სესიაზე სიტყვით გამოვიდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პარიზში, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) 86-ე გენერალურ სესიას სპეციალური მიწვევით ესწრება. სესიის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე ლევან დავითაშვილმა დელეგატებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. „ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (OIE) აქტიურად ვთანამშრომლობთ და უკვე გვაქვს ხელშესახები შედეგები - ვითარდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მიმდინარეობს ცხოველთა ვაქცინაცია სხვადასხვა დაავადებაზე, ინერგება ახალი, თანამედროვე სტანდარტები, რაც დადებითად აისახა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალზე“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ლევან დავითაშვილმა. ასევე, სიტყვით გამოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ყურადღება გამახვილდა ახალ გამოწვევებზე, გლობალიზაციის პირობებში რისკების პრევენციასა და ზედამხედველობის გაძლიერებაზე, ინტეგრირებულ მიდგომებზე. სესიის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მინისტრის პირველ მოადგილესთან, ნოდარ კერესელიძესთან და საფრანგეთში საქართველოს ელჩთან, ეკატერინე სირაძე-დელონესთან ერთად, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) გენერალურ დირექტორს მონიკ ელუას შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის 17-21 სექტემბერს, ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომისიის 28-ე კონფერენცია საქართველოში გაიმართება. ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არის აღიარება იმ პროგრესისა, რომელიც საქართველოს ცხოველთა ჯანდაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით აქვს.
(NS)
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)